
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
4 თებერვალს, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას სკოლის პირველი (ხელმძღვანელი:ეკატერინე თედეშვილი), მე-3 (დამრიგებელი: ანა ხმალაძე), მე-4 (დამრიგებელი; ლელა მჭედლიძე) და მე-9 (დამრიგებელი: მაია რიჟამაძე) კლასების მოსწავლეები შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და მათი საყვარელი მოთხრობებიდან ამონარიდები და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს.
პირველკლასელებმა მოისმინეს ზღაპარი, შემდეგ კი განიხილეს და გაანალიზეს, აქტივობის ბოლოს კი ზღაპრის მთავარი გმირი დახარეს.
ღონისძიების დევიზი იყო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორი ელზა მაისურაძე.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.