შეზღუდვები, ახალი ვალდებულებები და მთავარი ცვლილებები სკოლებსა და უმაღლესებში პარლამენტმა დაამტკიცა
04-02-2026

საქართველოს პარლამენტმა ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებები მესამე მოსმენით დააკანონა.

რა იცვლება სკოლებისთვის:

• საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება. დაწყებითი, საბაზო და საშუალო

• ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება

• მოსწავლისთვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო

• სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი უქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით:

• „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას

• უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი სიცხადე და რეორგანიზაციის პროცესის ეფექტიან და გამჭვირვალე განხორციელება

• აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203