
ქართულ-ამერიკულ უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს.
ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი - STEM ოლიმპიადის I ტური, სადაც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ჭყონდიდელის ფილიალი საქართველოს საუკეთესო 10 გუნდს შორის მოხვდა.
ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 125 სკოლა მონაწილეობდა, საიდანაც მეორე ტურში გადასვლა მხოლოდ 63-მა გუნდმა შეძლო.
გუნდის ხელმძღვანელი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი გახლავთ.
გუნდის მენტორები არიან - გენადი ბოლქვაძე და ანა შარაშენიძე.
ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები:
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი უკვე მესამედ ტარდება. 2024 წელს გაიმარჯვა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ჭავჭავაძის ფილიალმა, ხოლო 2025 წელს ჭყონდიდელის ფილიალი ვიცე- ჩემპიონი გახდა.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მენტორებს მიღწეულ შედეგს. წარმატებებს ვუსურვებთ GAHS-ისა და GAS-ის გუნდებს შემდეგ ორ ტურში — წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.