გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
04-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, შემოქმედებითი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, მათ შორის აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობასა და თემის სიღმისეულ შესწავლას.

სწორედ პრეზენტაციით წარიმართა მე-5 კლასელთა ბუნების გაკვეთილი. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს, საკითხის შესახებ სიღმისეულად ისაუბრეს და საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებას გაუსვეს ხაზი. 

მოსწავლეებმა პედაგოგი სიამაყით აავსეს და შექებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203