„შემცირდება არჩევითი საგნები“ - მინისტრის მოადგილე 3 წლიან ბაკალავრიატზე
19-02-2026

განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ 3-წლიანი ბაკალავრიატის პირობებში, პროგრამებს რეაკრედიტაცია არ დაჭირდებათ.

გაბისონიას თქმით, არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება.

„3 წელთან დაკავშირებით გეტყვით, რისგან შედგება ეს სამი წელი და რატომ არ იქნება რეაკრედიტაცია საჭირო. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, ოთხ წელში შედის ძირითადი საგნები, მაგალითად სამართალში, შედის არჩევითი საგნები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მაინორის საგნები. მაინორის საგნების და არჩევითი საგნების ნაწილის ხარჯზე, იცით, რომ არჩევითი საგნები არის უფრო მეტი რაოდენობით და სავალდებულო არ არის ყველა საგნის გავლა, მხოლოდ ძირითადის გავლაა სავალდებულო. არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება, ამიტომ არ დასჭირდება პროგრამას რეაკრედიტაცია.

ფაკულტეტები და მისაღები ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით - სრული ჩამონათვალი ცნობილია

იმ შემთხვევაში თუ პროგრამას მოუწევს ძირითად საგნებში ჩარევა, პროგრამას ნამდვილად დასჭირდება რეაკრედიტაცია. ამიტომ, გარწმუნებთ, სამი წელი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხი მიიღოს". - თქვა გაბისონიამ.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში,  ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდა, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი, ცვლილება შეეხო ყველა პროგრამას „გამონაკლისი სპეციალობების გარდა“.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203