
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. სამეტყველო უნარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს პრეზენტაციებით სწავლება.
2 თებერვალს, IX კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს შემოქმედებითი დავალების პრეზენტაციები თემაზე - Ancient Landmarks („უძველესი ღირსშესანიშნაობები“)
მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაციები გამართეს, ისაუბრეს უძველეს ღირსშესანიშნაობებზე და ცოდნა და ლექსიკური მარაგი წარმოაჩინეს.
პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა დასვეს თემასთან დაკავშირებული სადისკუსიო კითხვები, რომლებშიც კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. დისკუსია იყო საინტერესო, მრავალმხრივი და შემეცნებითი.
აქტივობას ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, რომლებიც ასევე აქტიურად შეუერთდნენ დისკუსიას და საკუთარი ხედვები გაუზიარეს მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: