
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელები მათემატიკას თამაშ-თამაშით, ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ.
პედაგოგები პატარების სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და პატარებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით ანებივრებენ.
აღსანიშნავია სახალისო აქტივობა - „ვიპოვოთ სწორი რაოდენობა“.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და მათემატიკურ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: