
თბილისის N28 საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ემპათიას, მეგობრობას, სიკეთისა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე გაიმართა ფილმის - „საოცრება“ ჩვენება. ფილმი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მხატვრული სურათის ნახვის შემდეგ მე-9 კლასელებმა მსჯელობა მოაწყვეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგის პრობლემაზე და მისი თავიდან არიდების მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა ბულინგი დაგმეს და თანატოლებს მეგობრობისკენ მოუწოდეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგები - თინა გიორგაძე და ანა კაცაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: