
ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებიდან ამოიღებენ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევაში სკოლაში დასაქმება 3 წლით უნდა შეზღუდვოდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ თქვა, რომ გაითვალისწინეს დეპუტატის შენიშვნა და სკოლაში მუშაობაზე 3 წლიანი შეზღუდვა მთლიანად იქნება ამოღებული.
ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ დელეგირება სამინისტროზე გაკეთდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისს ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. სწორი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე იქნება დელეგირებული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტის გუშინდელ ვარიანტში ეწერა, რომ მასწავლებელს 3 წლით აეკრძალება სკოლაში მუშაობა, თუ მას სამსახურიდან მოსწავლეზე ძალადობის გამო გაათავისუფლებენ