თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა წმინდა ნინოს ხსენების დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
04-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

სკოლაში ქართველთა განმანათლებელის - წმინდა ნინოს ხსენების დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა წმინდა ნონოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს, გაიმართა შემეცნებითი ფილმის ჩვენებაც, რომლის სემდეგ მოსწავლეები აქტივობაში - სიკეთის კედელი ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებისა და წმინდა ნონოს ღვაწლის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი მათთვის უცნობი ფაქტიც შეიტყვეს. 

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის ნინოს ხსენების დღეს 27 იანვარს ზეიმობს. საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს - აღვნიშნავთ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203