
ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, მოსწავლეებისთვის ტელეფონებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აკრძალვას ითვალისწინებს. გავრცელდება თუ არა აკრძალვა მასწავლებლებზე? - კითხვას განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ რეგულაციას მასწავლებლებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო სახე ექნება.
„საუბარი არ არის მასწავლებლების შეზღუდვებზე... ჩვენი საკანონმდებლო ცვლილება, მხოლოდ მოსწავლეებისთვის საკომუნიკაციო საშუალებების შეზღუდვას ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას...
პედაგოგებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო სახე ექნება საკომუნიკაციო საშუალებების შეზღუდვას, თუმცა არის გაკვეთილები, როდესაც აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენება, აქ არ არის იმპერატიული აკრძალვა მასწავლებლებისადმი! საჭიროების შემთხვევაში მათ ექნებათ საშუალება, ჩართონ როგორც ტელეფონები, ისე პლანშეტები და სხვა საშუალებები“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.