2026 წელს აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების გარდა, სავალდებული ხდება პროფესიული კოლეჯების არჩევა
განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, პარლამეტში უმაღლესი განათლების კანონპროექტის წარდგენისას აბიტურიენტებს ვალდებულება ექნებათ უნივერსიტეტების გარდა აირჩიონ პროფესიული კოლეჯები.
„შემოხაზვებთან დაკავშირებით შემდგომი სპეკულაციები თავიდან რომ ავირიდოთ, ვადასტურებ, რომ არანაირი შეზღუდვა წელს ამ ნაწილში არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების შემოხაზვის სურვილიც აქვს, შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს.
ასევე ერთ დამატებას ვაკეთებთ. ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, გარდა ფაკულტეტების შემოხაზვისა, აბიტურიენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სავალდებულო წესით დამატებით 3 კოლეჯი, პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს იმისათვის, რომ თავი დაიზღვიოს, თუკი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს პროცესის გარეთ. სამომავლოდ ეს როგორ გადაწყდება ვერ გეტყვით“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.