
ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და მომავალი თაობის მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
26 იანვარს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას მწერალი გიორგი კეკელიძე ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და გააცნო თავისი ახალი წიგნი - „კუპატას თავგადასავალი“.
შეხვედრა ინტერაქტიული და შთამაგონებელი იყო: მოსწავლეებმა მწერალთან ერთად იმსჯელეს, რატომ არის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი პროცესი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვებმაც გაუზიარეს ავტორს საკუთარი ფიქრები, გამოცდილება და დამოკიდებულება წიგნიერების როლის შესახებ.
„მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო აღრმავებს მოსწავლეთა ინტერესს ლიტერატურისადმი და აძლიერებს კითხვის კულტურას ჩვენს სასკოლო საზოგადოებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: