
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ ჭარბტენიანი (ჭაობიანი) ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას ჭარბტენიანი (ჭაობიანი) ტერიტორიების, მათი მნიშვნელობისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: