
თბილისის N28 საჯარო სკოლაში ბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საინტერესო პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა.
პროექტ-გაკვეთილი IV კლასში ჩატარდა და მისი თემა გახლდათ - „თუ გაჩუმდები ვერ დაეხმარები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩაგვრის საახეებზე, შედეგებზე და მათგან თავის არიდების გზები დასახეს. პროექტ-გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს.
ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს.
პროექტ-გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ია ტუშური.
იხილეთ ფოტოები: