თბილისის N108 სკოლაში, მოცარტის 270 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
03-02-2026

თბილისის N108 სკოლაში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის 270 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა მოეწყო. მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში გამართული ულამაზესი და შთამბეჭდავი ღონისძიება.

„ეს იყო მართლაც საოცარი საღამო, სავსე მუსიკით, ემოციებითა და ბავშვების ნიჭის ბრწყინვალე გამოვლინებით“,- ასე აფასებენ სკოლაში მუსიკალურ ღონისძიებას, რომელმაც მაყურებელს საოცარი ემოციები და წუთები აჩუქა. 

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი. 

„დიდი მადლობა კლასის დამრიგებელს - ასმათი ვასაძეს, მუსიკის მასწავლებელს - ნათია კაჭარავას, გერმანული ენის პედაგოგ ქეთი გავაშელიშვილს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით და სიყვარულით შექმნეს ასეთი მაღალი დონის ღონისძიება.

მადლობა, ჩვენს მშობელს - თიკო მაისურაძეს ქორეოგრაფიული ნაწილისათვის. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ულამაზეს, გონიერსა და ნიჭიერ ბავშვებს! თქვენ დაგვიტოვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და დიდი სიამაყის გრძნობა. წინ კიდევ ბევრი წარმატება, ჩემო ძვირფასებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203