თბილისის N108 სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესა და  მოცარტის 270 წლის იუბილეს საგანმანათლებლო კვირეულები მიეძღვნა
03-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. 

22-29 იანვარს სკოლაში მიმდინარეობდა კვირეული, რომელიც ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას მიეძღვნა. 

კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-4, მე-4 და მე-4 კლასის მოსწავლეები.

ინგლისურის მასწავლებელმა - ჯილდა ჩაჩანიძემ აღნიშნულ კლასებში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - „მეგობრობის ხიდი”, სადაც იმსჯელეს ებრაელი შმუელისა და გერმანელი ბრუნოს დამეგობრების შესახებ (ჯონ ბოინის წიგნიდან - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“), ასევე უყურეს ამავე სახელწოდების ფილმსაც.

მოსწავლეებმა ამ თემასთან დაკავშირებით შექმნეს ნამუშევრები: მაკეტები, ნახატები, მისწერეს წერილები შმუელს, რომელიც სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით.

სკოლაში ამავე პერიოდში (22-29 იანვარი) მიმდინარეობდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის 270 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული.

ინგლისურის მასწავლებელმა - ჯილდა ჩაჩანიძემ მე-3 და მე-3 კლასებში ჩაატარა საინფორმაციო გაკვეთილი - „მოცარტის ბავშვობის წლები“. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მოცარტის ბავშვობის, ოჯახის, მისი პირველი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ; მოუსმინეს და შეისწავლეს სიმღერა „Twinkle, Twinkle Little star”. მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცეს ნახატებითა და სხვადასხვა ნამუშევრებით, რომელიც გამოფენილია სკოლის საგამოფენო სივრცეში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203