მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება
03-02-2026

საკომუნიკაციო საშუალებების: მობილური ტელეფონების, პლანშეტების, საათების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება.

საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა, განათლების კომიტეტზე, დეპუტატმა, რიმა ბერაძემ დააყენა, რაზეც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდვა, კერძო ზოგადსაგანმანატლებლო დაწესებულებებზეც გავრცელდება.

„დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს. საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. აქ შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ა.შ.“ - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

რა ცვლილებები შედის სკოლებში - პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა იწყება

მასწავლებელს 3 წლით აეკრძალება სკოლაში მუშაობა, თუ მას სამსახურიდან მოსწავლეზე ძალადობის გამო გაათავისუფლებენ

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203