ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ცნობილია - სააპლიკაციო ფორმა და ყველა დეტალი
03-02-2026

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ პირის უცხოეთში მიღებული განათლება აღიარებულია, უფლება ეძლევა, წარადგინოს განაცხადი, ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლების უფლების მოთხოვნით.

ცნობილია სავალდებულო წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 
• განცხადება (განცხადების ფორმა)
•  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).  
•  სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
•  სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე. (ან მიეთითოს გადაწყვეტილების ნომერი)
•  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.
     
ასევე,  ვინც საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე და ახლა მაგისტრატურაზე სურს ჩარიცხვა, უფლება აქვს, გააკეთოს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლების უფლების მინიჭების მოთხოვნით.
 
სავალდებულო წარსადგენი დოკუმენტებია:
 
•  განცხადება (განცხადების ფორმა)
•  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).  
•  სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
•  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირი ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203