პრეზენტაცია, ანიმაციის ჩვენება და საქართველოს გაქრისტიანების შესახებ ვიქტორინა- სკოლა „ანაბასისში“ წმინდა ნინოს ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა 
03-02-2026

კერძო სკოლა „ანაბასისში“ მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება. 

27 იანვარს, სკოლაში ქართველთა განმანათლებელის - წმინდა ნინოს ხსენების დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა თანატოლგანმანათლებელთა ინფორმირების მიზნით მოამზადეს პრეზენტაცია. მოხდა ანიმაციის ჩვენება, რომლის შემდეგ საქართველოს გაქრისტიანების შესახებ ვიქტორინა გაიმართა.

მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა - ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა. წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, ვაზის ჯვრით იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც ტახტს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ.

326 წელს, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის ნინოს ხსენების დღეს 27 იანვარს აღნიშნავს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს - ზეიმობს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომალასა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203