„პერსონალური მონაცემების დაცვა და სამოქალაქო უსაფრთხოება“- სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასელებს, პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
03-02-2026

სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეები სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებს აქტიურად ეცნობიან. 

ახლახან, მე-7 კლასში სასკოლო პროექტის - „სამოქალაქო უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე -„პერსონალური მონაცემების დაცვა და სამოქალაქო უსაფრთხოება“.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

1. ცოდნა და გაგება:

მოსწავლე სწორად განმარტავს, რა არის პერსონალური მონაცემები და რატომ არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი (მაგალითად: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, პაროლი).

2. პრაქტიკული გამოყენება:

მოსწავლე აღწერს ან ასახელებს რეალურ სიტუაციებს, სადაც საჭიროა პერსონალური მონაცემების დაცვა (ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, თამაშებში) და გვთავაზობს უსაფრთხო ქცევის მაგალითებს.

3. პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება:

მოსწავლე ავლენს გააზრებულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საკუთარი და სხვისი პერსონალური მონაცემების მიმართ, აცნობიერებს შესაძლო საფრთხეებს და მათი თავიდან აცილების გზებს.

მოსწავლეებმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნეს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო უსაფრთხოებას, რადგან პირადი ინფორმაციის დაცვით ადამიანი იცავს თავს თაღლითობისგან, კიბერბულინგისგან და სხვა საფრთხეებისგან.

მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ როცა მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეპყრობიან საკუთარ და სხვის მონაცემებს, საზოგადოებაც უფრო უსაფრთხო და დაცული ხდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203