
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც მხატვრულ ლიტერატურას ხალისითა და დიდი ინტერესით ეცნობიან, შთაბეჭდილებებს კი ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დიდი ინტერესით უზიარებენ.
მკითხველთა კლუბის წევრებმა (VI-VII კლასის მოსწავლეებმა) წაიკითხეს ორჯარი რაუფის კიდევ ერთი წიგნი - „გმირი ღამის ავტობუსში”.
მათ ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, შექმნეს მრავალფეროვანი ილუსტრაციები და ირწმუნეს, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი.
იხილეთ ვიდეო: