სკოლა „ცოდნაში“ ქართული-ხალხური საკრავების ანსამბლის - „ქართული სულის“ შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი გაიმართა
02-02-2026

სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებასა და ქართულ ფოლკლორულ ტრადიციებს. 

ახლახან, სკოლა „ცოდნაში“ გაიმართა ქართული-ხალხური საკრავების ანსამბლის „ქართული სულის“ შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი. 

ანსამბლის ხელმძღვანელმა - ემზარ ხელაძემ მოსწავლეებს გადასცა დიპლომები ფოლკლორულ ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის, სადაც მათ ლაურეატის წოდება მოიპოვეს.

ამავე ფესტივალზე კერძო სკოლა „ცოდნაც“ დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომითა და მედლით, რომლებიც გადაეცა სკოლის დირექტორს - ნაზი ნადირაძეს.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სკოლის მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ზრუნავენ როგორც მოსწავლის საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათ შემოქმედებით განვითარებაზე. 

ღია გაკვეთილს მშობლებიც ესწრებოდნენ. სკოლაში მადლობას უხდიან მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

შეგახსნებთ, რომ სკოლა „ცოდნაში“ ფუნქციონირებს ქართული-ხალხური საკრავების წრე, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ეზიარონ ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას და განივითარონ თავიანთი ნიჭი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203