
სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭრილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში X კლასის მოსწავლის - ანასტასია ხაჩიძის გამორჩეულ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
ანასტასია ხაჩიძემ მხატვრულ ტანვარჯიშში არაერთ შიდა და საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და სკოლის სახელი ღირსეულად წარმოაჩინა.
ანასტასიამ ნადეჟდა ორლოვას სახელობის ტურნირზე მოიპოვა სამი პირველი ადგილი (რგოლი, ბურთი და მრავალჭიდი). ასევე, ქეთის აკადემიის შიდატურნირზე მან მოიპოვა პირველი ადგილი მრავალჭიდში.
„Keti Cup“- ქეთი ხატაიშვილის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 700-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა, ანასტასიამ მესამე ადგილი დაიკავა რგოლით ვარჯიშში.
იგივე აკადემიის შიდატურნირზე კი კვლავ მოიპოვა პირველი ადგილი მრავალჭიდში.
თინათინ ნადირაშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში - „Tina Cup“ ანასტასიამ მესამე ადგილი დაიკავა..
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბაქოში გამართული „OCAQ CUP 2025“, სადაც 12-ზე მეტი ქვეყნისა და 400-მდე ტანმოვარჯიშის შორის მან მოიპოვა სამი პირველი ადგილი.
ასევე, ბათუმში, ნადეჟდა ორლოვას სახელობის შეჯიბრში, ანასტასიამ ოთხი პირველი ადგილი დაიკავა - რგოლით, ბურთითა და გურზებით ვარჯიშში.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა „ცოდნა“ გულითადად ულოცავს ანასტასია ხაჩიძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს სპორტულ და აკადემიურ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: