საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზი​ის მოსწავლეები, საგანმანათლებლო ვიზიტით, ტელევიზიას სტუმრობდნენ
02-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზი​ის მოსწავლეები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაღებ სტუდიას ესტუმრნენ, სადაც ტელეგადაცემა „შენ შეგიძლია მოიგო ასი ათასი“ ჩაწერას დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ სატელევიზიო გადაცემის მომზადების პროცესს და გაეცნოთ გადაცემის ფორმატი.

გადაცემის მიმდინარეობისას მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში და დარბაზში მსხდომთათვის დასმულ შეკითხვებს სწორი პასუხები გასცეს და საკუთარი ცოდნა და შესაძძლებლობები წარმოაჩინეს.

ასეთი გასვლითი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური დონის ამაღლებას, მოტივაციის ზრდასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203