
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. თითოეული მოსწავლის წარმატება კი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი სიხარულის მიზეზია. როცა შრომა, მონდომება და ცოდნის სიყვარული ერთიანდება, შედეგიც განსაკუთრებულია.
ამჯერად სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ ხულორდავას წარმატებას აღნიშნავენ.
ნიკოლოზ ხულორდავამ, King’s-ის 2025 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადასა და „თეზერის“ ციფრული ფინანსების ტესტში საქართველოს მასშტაბით, უმაღლესი ჯამური შეფასება დაიმსახურა.
ნიკოლოზის წარმატებას საფუძვლად უდევს დიდი მონდომება და შრომა, რასაც თან ახლდა მისი მათემატიკის მასწავლებლის - ეკა ლომინაძისა და დამრიგებლის - ეკა ბიბილურის - გულშემატკივრობა და მხარდაჭერა.
გამორჩეული მიღწევისთვის ნიკოლოზს დიპლომთან ერთად საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა.
სკოლაში ნიკოლოზ ხულორდავას წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გულითადად ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მშობლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვამაყობთ და მომავალშიც ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: