სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
02-02-2026

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ზამთარი“ იმუშავეს და საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეებმა კედლის თემატური გაზეთები და პლაკატები დაამზადეს და წიგნებიც აკინძეს, შემდეგ კი ნამუშევრების საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს - დაახასიათეს წელიწადის ეს ულამაზესი დრო, ისაუბრეს მათთვის საყვარელ ზამთრის დღესასწაულებზე. 

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს. 

„ჩემი კუდრაჭები ძალიან კარგი პრეზენტაციით წარდგნენ!“,- აღნიშნავს პედაგოგი მაია ფიცხელაური და ახარებს მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203