ვალეს N1 საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრება გაიმართა
05-07-2018
ვალეს N1 საჯარო სკოლაში სკოლებს შორის შეჯიბრი „მხიარულ
სტარტებში“ ჩატარდა.
შეჯიბრებაში ახალციხის N1 საჯარო სკოლა,
ახალციხის N2 საჯარო სკოლა, ახალციხის N5 საჯარო სკოლა და ფერსის
საჯარო სკოლა მონაწილეობდნენ.
ამხანაგურ შეხვედრაში მესამე ადგილი
ფერსის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ახალციხის N5 საჯარო სკოლამ და
პირველი ადგილი ვალეს N1 საჯარო სკოლამ.
ვალეს N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის სპორტის პედაგოგებს ქეთევან დარბაიძეს, ავთანდილ ჩიტაშვილსა და
რამაზ გოგილაშვილს ამ ღონისძიებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართვისთვის.
„სკოლებს შორის
შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათი დამეგობრების,
თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი
შეხვედრები მომავალშიც არაერთხელ გაიმართება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია