
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, აზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას და იზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას.
ახლახან, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „საერთო სასკოლო მიდგომა“.
ღონისძიებას გორელოვკის N3 საჯარო სკოლიდან ესწრებოდნენ დირექტორი ნათია კაპანაძე, მასწავლებელი და მოსწავლე.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლის ერთიანი ხედვის, დემოკრატიული კულტურის გაძლიერების, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნისა და ყველა წევრის - ადმინისტრაციის, პედაგოგების მოსწავლეებისა და მშობლების - აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
„მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი სკოლის კულტურის გაძლიერებას და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს კიდევ უფრო განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: