მუხურის N2 სკოლის დირექტორმა და სპორტის პედაგოგმა მაგიდის ჩოგბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
02-02-2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მიმდინარე სასწავლო წელს მუხუროს N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში.

ჩემპიონატი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სკოლის დირექტორმა და სპორტის პედაგოგმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

  • პირველი ადგილი დაიმსახურა ლუკა აბესაძემ;
  • მეორე ადგილი მოიპოვა მარიამ ბოჭორიშვილმა;
  • მესამე ადგილზე გავიდა ილია ბუცხრიკიძე;
  • მეოთხე ადგილი კი დაიკავა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203