თბილისის N28 სკოლის მოსწავლეთა კლასის საათი ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა
02-02-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ტოლერანტულ ფასეულობებზე ზრდიან და საგნებთან ერთან ემპათიას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და მეგობრობას ასწავლიან. 

ამის ნათელი მაგალითია მე-3 კლასში ჩატარებული კლასის საათი თემაზე „ბულინგი - ძალადობა, რომელზეც თვალს ხუჭავენ“. 

დამრიგებლის შეთავაზებულ საინტერესო აქტივობებს ყურადღებით ასრულებდნენ პატარები. ნახეს ანიმაციური ფილმი - „ბულინგი - ნუ გაჩუმდები, იმოქმედე!“. ასევე უპასუხეს სადისკუსიო კითხვებს.

მოსწავლეებმა დააჯგუფეს კეთილი და ბოროტი სიტყვები, ასევე სიტყვები რომელიც აძლიერებს, სიტყვები რომელიც ტკენს, შეასრულეს სიმღერა მეგობრობაზე.

აქტივობები, რომლებიც ბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ  პედაგოგები: ლია ცერცვაძე და ლიკა მაჭავარიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203