
თბილისის N132 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.
სულ ახლახან, სკოლაში ქიმიის პროექტული სწავლების ფარგლებში განხორციელდა საინტერესო და შემეცნებითი პროექტი თემაზე - „ჰაერის შემადგენლობა“
პროექტის ფარგლებში VIIIა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც მოიცავდა კვლევას, ექსპერიმენტებს, ანალიზს და შედეგების პრეზენტაციას. მუშაობის პროცესში მათ განივითარეს კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები და უკეთ გააცნობიერეს ჰაერის როლი ადამიანის ცხოვრებასა და გარემოში.
ქიმიის მასწავლებელმა დიანა ასანიძემ მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასა და მისცა უკუკავშირი.
„პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და ცოდნის გაღრმავებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: