სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება... სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებსაც შეეხება - თამარ მახარაშვილი 
30-01-2026

ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის დაწესებას ითვალისწინებს.

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

თავის დროზე, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ შემუშავდებოდა რამდენიმე დიზაინი და სკოლა მათ შორის სასურველს აარჩევდა, თუმცა ახლახან, მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ერთი ფორმა იქნება.

„გოგონებისთვის იქნება პიჯაკი, ბოლოკაბა და შარვალი, ბიჭებისთვის - პიჯაკი და შარვალი“, - განაცხადა მახარაშვილმა და დასძინა, რომ მართალია, საწყის ეტაპზე აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხებათ, სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებზეც გავრცელდება:

„ფორმების დაწესება სკოლებში არსებული ბულინგის გამო გადავწყვიტეთ... რატომ დაბალი კლასები? - ამ ასაკში ფსიქოლოგიური წნეხი დიდია მაშინ, როცა უფროსკლასელს, ასე თუ ისე, შეუძლია თავის დაცვა... თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალ კლასებს არ შეეხებათ“, - განმარტა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, იყო იდეა, სკოლებისთვის ასარჩევად რამდენიმე დიზაინი შეეთავაზებინათ, მაგრამ ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება:

„გვსურდა ყოფილიყო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი, ამიტომ ერთი დიზაინი იქნება, მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმწიფო ფორმით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203