აკრძალვა სკოლებისა და ბაღებისთვის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში
02-02-2026

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სკოლებსა და ბაღებს ეხება. ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს დაუშვებელი ხდება ცხოველი მიკედლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და მეტროპოლიტენის შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ 1-ელი ივლისიდან იკრძალება, ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203