პტენის საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრის დასს უმასპინძლეს 
02-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

სკოლაში თოჯინების თეატრის დასს უმასპინძლეს.

ღონისძიება, მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებელთან მარეხი სუდაძესთან ერთად დაგეგმეს და სკოლაში თოჯინების თეატრის დასი მიიწვიეს. 

დასმა მოსწავლეებისთვის თოჯინური სპექტაკლი - „უკუდო მელა“ გამართა. 

სპექტაკლი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203