„ცოდნა სინათლეა“ - ითხვისის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ვიქტორინა ჩატარდა
30-01-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, ​სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა სახელწოდებით - „ცოდნა სინათლეა“.

ვიქტორინაში ჩართულნი იყვნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. მონაწილეები გუნდებად იყვნენ დაყოფილნი, თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი. შეირჩნენ ჟიურის წევრები შეფასების რუბრიკის გამოსაყენებლად.

პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს შეეძლოთ წაეკითხათ შეკითხვები და უკეთ გაეაზრებინათ, პარალელურად მასწავლებლისგანაც ისმენდნენ ვოქტორინის საკითხებს.

მოსწავლეთა გაცემულ პასუხებს კი ჟიურის წევრები აფასებდნენ. შეკითხვები შედგენილი იყო შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით.

ვიქტორინა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი მასალა, მათ შეძლეს მიღებული ცოდნის დემონსტრირება.ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

სკოლის დირექტორმა ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისათვის ლიტერატურული ვიქტორინა არის უდიდესი მოტივაცია, რომელიც მათ ეხმარებათ ნასწავლი მასალის გახსენებაში და ხელს უწყობს სააზროვნო უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203