საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნა
30-01-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში, რომელიც წმინდა ნინოს სახელს ატარებს 27 იანვარი - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„2026 წლის 27 იანვარი განსაკუთრებული დღეა მთელი საქართველოსთვის — აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი. ეს თარიღი გვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და ეროვნული თვითმყოფადობა.

ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისათვის, რომელიც წმიდა ნინოს სახელს ატარებს. მოციქულთასწორმა წმიდა ნინომ ქრისტეს სარწმუნოება შემოიტანა საქართველოში და სიყვარულით, სიმდაბლითა და ლოცვით შეცვალა ერის ბედი. მისი ღვაწლით მოექცა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, და საქართველომ ქრისტიანული გზა აირჩია.

წმიდა ნინო ჩვენთვის არის რწმენის, სიძლიერის, სიკეთისა და მსახურების მაგალითი. იგი გვასწავლის, რომ ერთი ადამიანის გულწრფელ რწმენასა და ერთგულებას შეუძლია დიდი ცვლილებების მოტანა.

ნინოობა ჩვენი სკოლისათვის მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის — ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რას ნიშნავს წმიდა ნინოს სახელის ტარება: ვიცხოვროთ სიყვარულით, სიმართლით, ცოდნისკენ სწრაფვით და ერთმანეთის პატივისცემით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეები დალოცა და დღესასწაული მიულოცა მამაომ და ამ დღის მნიშვნელობა შეახსენა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203