„ვულოცავთ ლილეს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“- არხილოსკალოს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ლილე ბუთხუზი ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონია 
30-01-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლის მორიგი წარმატებით ხარობენ. 

29 იანვარს, თბილისში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა 2014-2015 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი, სადაც არხილოსკალოს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ლილე ბუთხუზმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 28 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა. მეხუთეკლასელი ჭაბუკ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლილეს გამარჯვება მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის, ეს არის შრომის, ნებისყოფის, დისციპლინისა და მიზანდასახულობის მაგალითი, რომელიც მოტივაციას აძლევს თითოეულ მოსწავლეს: თუ გულით გინდა და არ ნებდები, შედეგიც აუცილებლად მოდის.

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური.

„ვულოცავთ ლილესა და მის მწვრთნელებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ სპორტულ წარმატებებსა და მაღალ მწვერვალებს!

სკოლის დირექცია და სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია სიმონიძე დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ლილეს ამ გამარჯვებას და უსურვებს:ჯანმრთელობას, მტკიცე ხასიათს, მუდმივ წინსვლას, ახალ გამარჯვებებსა და ტრიუმფებს.

ვულოცავთ ასევე ლილეს მშობლებსა და ყველა ადამიანს, ვინც მის გზაზე გვერდით დგას და სჯერა მისი შესაძლებლობების. ეს ოქროს მედალი საამაყოა ჩვენი სკოლის, ჩვენი სოფლისა და მთელი თემისთვის. ლილემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დიდი გამარჯვებები პატარა ნაბიჯებით იწყება“,- სიამაყით აღნიშნავენ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203