
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექნება.
მამოტივირებელი და საზეიმო-გასართობი აქტივობებით გამოირჩეოდა წინასაახალწლო დღეები.
მათ შორის ჩატარდა საინტერესო და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ: ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებზე, შეასრულეს იუმორისტული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საცეკვაო ნომრები და იმღერეს.
ბავშვებმა ერთმანეთს ზღაპრული განწყობა და ლამაზი ემოციები გაუზიარეს და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.
„სასკოლო საზოგადოებისათვის ეს იყო ერთ-ერთი თბილი, საინტერესო და სიყვარულით სავსე დღე. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.