სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
30-01-2026

პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა რა ვადებში უნდა გამოაცხადონ უმაღლესებმა აპლიკანტთა მიღება მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2026-2027 სასწავლო წელს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2026 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2026-2027 სასწავლო წელს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მართვის სისტემისათვის, 2026 წლის 1 ივლისამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203