„ააჟღერეთ და მოუსმინეთ საგნებს” - ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მუსიკის  შთამბეჭდავი გაკვეთილი
30-01-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე გამორჩეულად ზრუნავენ და სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ.

აღსანიშნავია, პირველ კლასში ჩატარებული მუსიკის გაკვეთილი თემაზე - „ააჟღერეთ და მოუსმინეთ საგნებს”.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე უყურეს ვიდეოს, სადაც სათამაშო გიტარის დამზადებაა ნაჩვენები, შემდეგ კი პედაგოგ მაია რიჟამაძესთან ერთად, მუყაოს ყუთის, რეზინებისა და ფანქრების გამოყენებით სათამაშო გიტარა დაამზადეს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეტაპობრივად მიაწოდა სხვადასხვა რიტმულ სავარჯიშო-აქტივობები, სხვადასხვა საგნით შესრულებული.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ყველა საგანს, ნივთს თავისი ხმა-ბგერა, ხმა-ხმაური გააჩნია, რაც ჩვენში გარკვეულ განწყობას ქმნის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ გუნდური, შემოქმედები უნარი, მუსიკალური სმენა, სხარტი აზროვნება, ახლის მოფიქრებისა და შექმნის უნარი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203