
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებითა და აქტივობებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა სასკოლო ვიქტორინა - „მე მიყვარს ქართული ფილმები“. ღონისძიების მიზანი იყო ქართული კინოს პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ეროვნული კულტურისადმი ინტერესის გაზრდა.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გუნდურობა წარმოაჩინეს.
აქტივობამ ხელი შეუწყო ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და მეგობრული გარემოს შექმნას. მონაწილეებმა დიდი ინტერესით უპასუხეს კითხვებს და კიდევ უფრო შეიყვარეს ქართული კინო.
იხილეთ ფოტოები: