
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, ტოლერანტულ ღირებულებებს, ემათიასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
მოთხრობის - „ვანო და ჩიტი“ შესწავლის შემდეგ Iა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მ.ბაბლომაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - რა არის სიკეთე? იმუშავეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო პირველკლასელებში სიკეთის, ერთმანეთის მხარდაჭერისა და პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა. ემპათიის უნარის ჩამოყალიბება და შემოქმედებითი, აზროვნების უნარარების განვითარება.
ბავშვებმა წებოვან ფურცლებზე დაწერილი კეთილი სიტყვებით გამოხატეს სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობა ერთმანეთის მიმართ.
საუბრისას მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა არის სიკეთე, როგორ შეგვიძლია მისი გამოხატვა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი კეთილი სიტყვებისა და ქმედებების გაზიარება.
„აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში ემპათიის უნარის განვითარებას და მეგობრული გარემოს შექმნას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: