
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ.
გერმანული ენის მასწავლებელი მ.ბაბლომაშვილი მათ სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს, სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს მიმართავს და ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ჩემი ოჯახი“.
მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი და შემოქმედებითი პოსტერები, სადაც წარმოაჩინეს ოჯახის წევრები და მათ შორის არსებული ურთიერთობები. აქტივობა იყო შემეცნებითი, სახალისო და ხელს უწყობდა როგორც ენობრივი უნარების, ისე შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ვიდეო: