თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - შემცირდება თუ არა აკადემიური პერსონალი, ცვლილებებზე გივი მიქანაძე საუბრობს
29-01-2026

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ,  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება!

„რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება.

ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერი განვითარების წამყვანი ცენტრი და გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები.

მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო საბჭო, დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას. “, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მანდ ასევე განმარტა, რომ არ იგეგმება აკადემიური პერსონალის შემცირება და ასევე, ცვლილებები არ შეეხება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს:

„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ პერსონალს და გავწევთ ძალისხმევას, რომ მათ გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში ისე, კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში.

მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. 

ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203