თბილისის N28 სკოლის ექიმმა პირველი-მეორეკლასელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა 
28-01-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯანსაღ ცხოვრების წესს დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ასწავლიან. 

სწორედ ჯანმრთელობის საკითხებსა და ჰიგიენას მიეძღვნა პირველი-მეორეკლასელებისთვის გამართული საინფორმაციო შეხვედრა. 

პირველი და მე-2 კლასელები შეხვდნენ სკოლის ექიმს, რომელიც ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და სისუფთავის დაცვაზე ესაუბრა. შეხვედრა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეხვედრის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა პედაგოგები - ქეთინო მელიქიშვილი და ნანა ცქვიტავა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203