„ბულინგი თუ სიკეთე“ - თბილისის N28 სკოლის მოსწავლეთა კლასის საათი მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა
28-01-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ემპათიას, ტოლერანტობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

სწორედ აღნიშნულ თემას მიუძღვნა კლასის საათი პედაგოგმა ლიანა ქსოვრელმა​.

მე-6 კლასის ხელმძღვანელმა სადამრიგებლო კლასში თემაზე - „ბულინგი თუ სიკეთე“ კლასის საათი ჩაატარა. 

მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით ნახატები შექმნეს, ნამუშევრები ერთმანეთს წარუდგინეს და გამოხატეს საკუთარი შეხედულებები სიკეთესა და ბულინგზე.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მათ ბულინგი დაგმეს და სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203