ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ძველი ელექტრო გაყვანილობაა.
საბავშვო ბაღიდან მალევე მოხერხდა აღსაზრდელების ევაკუაცია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.