ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
28-01-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყაურმის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მე-6 კლასში, ბილინგვური სწავლების ფარგლებში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ქართულ ენაზე წარიმართა. 

პრეზენტაციის თემა იყო  -„სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები“.

პრეზენტაციის თემა ძალიან საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მათ მოძებნეს სიღრმისეული ინფორმაცია ამ ადგილების შესახებ, მოძებნეს რესურსები და სლაიდების მეშვეობით გადასცეს საჭირო ინფორმაცია.

სასწავლო პროცესს ისტორიის მასწავლებელი არევიკ სირაკანიანი და ბილინგვური სწავლების პედაგოგი ლაურა ვარდანიანი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203