
თბილისის N190 საჯარო სკოლაში მე-5 კლასელი ანდრია ალთუნაშვილის მორიგ წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლემ მენტალური არითმეტიკის ზამთრის ოლიმპიადაში, მე-5 დონის C კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა.
ანდრია ალთუნაშვილი თბილისის N190 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლე გახლავთ. მას სკოლა არაერთხელ უსახელებია საკუთარი წარმატებით. ის გახლავთ საერთაშორისო ოლიმპიადის - „Sumato+მენტალური არითმეტიკა“ გამარჯვებული და საჭადრაკო ტურნირებშიც წარმატებით ასპარეზობს.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავან და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: